LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლადო ბოჟაძე: ნინო ლომჯარიამ ყველაზე კარგად იცის, რომ არჩევნების გადადების საფუძველი მხოლოდ და მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაა!

61
BeFunky-collage (1)

ექსპერტი, ლადო ბოჟაძე სოციალურ ქსელში არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება.

როგორც ბოჟაძე აღნიშნავს, არჩევნების გადადების საფუძველი მხოლოდ და მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაა.

„არჩევნების გადადებაზე დაიწყო საუბარი, პროცესი კარგად ორგანიზებული და ორკესტრირებულია, თუმცა ყველაზე საოცარი სახალხო დამცველის განცხადება აღმოჩნდა, ადამიანის უფლებების უპირველესი დამცველი, ფაქტობრივად, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვს, ანუ ადამიანის უფლებების შეზღუდვას! ნინო ლომჯარიამ ყველაზე კარგად იცის, რომ არჩევნების გადადების საფუძველი მხოლოდ და მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაა!“, – წერს ექსპერტი.

ინფორმაციისთვის, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე, პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები უნდა მსჯელობდნენ, შეიძლება თუ არა ქვეყანაში არჩევნების ჩატარება.

კორძაია: არჩევნების გადადების უფლებამოსილება აქვს პრეზიდენტს, მე რომ პრეზიდენტი ვიყო, არჩევნებს გადავდებდი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები