LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლადო კახაძე: „მე ახლა სანქციას მხოლოდ ღმერთი თუ დამადებს“

320
ლადო კახაძე

„ვფიქრობ, რომ ასეთი სანქციები არ იქნება, თუ პირადად ჩემზე საუბრობთ, უხერხულად არ გამომივიდეს, მაგრამ მე ახლა სანქციას მხოლოდ ღმერთი თუ დამადებს“, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლადო კახაძემ „ფორმულას“ ჟურნალისტის შეკითხვას – „იქნება თუ არა მისთვის პრობლემა, თუ ევროკავშირის ქვეყნები და აშშ ფინანსურ სანქციებსა და სამოგზაურო მიმართულებით შეზღუდვებს დააწესებენ“.

მაიკლ როთი: მმართველი პარტია სათანადოდ ვერ აფასებს ამ კანონის მიღების შედეგებს

„რადგან [კანონპროექტს] მხარი დავუჭირე, ეს პასუხისმგებლობაც ავიღე და, დარწმუნებული ვარ, ჩემი ქმედება ჩემი შვილების მომავალს არ გადაეღობება“, – განუცხადა ლადო კახაძემ „ფორმულას“.

ბეჟან წაქაძე: „ერთადერთი სანქცია, რომელიც შეიძლება დამიწესონ, ეს არის ჩემს ზესტაფონში და რეგიონში ჩასვლა“

შეგახსენებთ, 14 მაისს, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g