LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლადო კახაძე: ორ სიტყვას ვცემ ყველაზე მეტ დიდ პატივს, წიგნიც მაქვს – „მადლობ, ბოდიში“

133
ლადო კახაძე

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ლადო კახაძის განცხადებით, ბოდიშის მოხდა იმან უნდა დაიწყოს, ვინც კანონმა და საერთაშორისო სამართალმა დაადანაშაულა. აღნიშნული განცხადება კახაძემ საყოველთაო შერიგების შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა და თქვა, რომ ყველაზე მეტ პატივს ორ სიტყვას – ბოდიშს და მადლობას სცემს. 

„მე და შენ შესარიგებელი გვაქვს რამე? არასოდეს! რომ გაგვიხდეს შესარიგებელი საქმე, ვიღაცა ხომ იქნება დამნაშავე ან შენ ან მე ხომ? ვიღაცა ხომ უნდა მოვიდეს, ბოდიში, მაპატიე. კანონმა ვინც დაადანაშაულა, საერთაშორისო სამართალმაც ვინც დაადანაშაულა, იმან უნდა დაიწყოს ბოდიშის მოხდა. ორ სიტყვას ვცემ ყველაზე მეტ დიდ პატივს, წიგნიც მაქვს. ჩემს მეორე წიგნს ჰქვია: „მადლობ, ბოდიში.“ – განუცხადა „მთავარი არხს“ ლადო კახაძემ.

გია ვოლსკი: თანამშრომლობაზე უარი არასდროს გვითქვამს, შერიგება სხვა არის და არ შეესაბამება იმ მოთხოვნას და ულტიმატუმს, რაც ყოველდღიურად გვესმის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g