LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ვოლსკი: თანამშრომლობაზე უარი არასდროს გვითქვამს, შერიგება სხვა არის და არ შეესაბამება იმ მოთხოვნას და ულტიმატუმს, რაც ყოველდღიურად გვესმის

82
გია ვოლსკი

„თანამშრომლობაზე უარი არასდროს გვითქვამს, შერიგება სხვა არის და არ შეესაბამება იმ მოთხოვნას და ულტიმატუმს, რაც ყოველდღიურად გვესმის“, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომ პოლარიზაციის შესამცირებლად ინკლუზიური პროცესი უნდა დაიწყოს.

ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციისთვის შერიგების ხაზი სააკაშვილის გათავისუფლებაზე და რიგგარეშე არჩევნებზე გადის.

„უნდა ვაღიაროთ შეცდომები, სჯობს ეკლესიაში შევიკრიბოთ, თუ არა, ჩვენი შერიგების შანსი არ არის“ – მეუფე იაკობმა პოლიტიკოსებს შერიგება ამბიონიდან შესთავაზა

„არასდროს არ გვითქვამს უარი ისეთ საკითხზე, რასაც ჰქვია თანამშრომლობა, შერიგება სხვა არის და არ შეესაბამება იმ მოთხოვნას და ულტიმატუმს, რაც ყოველდღიურად გვესმის, რომ შერიგების ხაზი უნდა გადიოდეს სააკაშვილის გათავისუფლებაზე, დანაშაულის პატიებაზე, ისე რომ თვითონ არ აღიაროს, რიგგარეშე არჩევნებზე, გადადგომაზე და ხელისუფლებაში მათ მოსვლაზე. ამ საკითხზე უტრირებას ვაკეთებ, მაგრამ პათოსი ეგ არის – დესტაბილიზაცია, რევოლუცია, დახსნა და ა.შ. ამას არ გავაკეთებთ, თუ შევრიგდებით – ეს არის ულტიმატუმი. რაც შეეხება თანამშრომლობის ასპექტებს ნებისმიერ თემაზე, ეს იქნება საარჩევნო თემასთან დაკავშირებით, კონსტიტუციასთან, ვალდებულებიც ვართ იმ მანდატიდან გამომდინარე, რაც ამომრჩეველმა მოგვცა,“– განაცხადა გია ვოლსკიმ.

საყოველთაო შერიგებაზე საუბარი სალომე ზურაბიშვილის ქმედით ნაბიჯის გარეშე არაფერია, უბრალო განცხადების გარდა: გიგი წერეთელი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g