პარლამენტის წევრი, ცნობილი ექიმი, ლადო კახაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მისი მოსაზრებით, ქალები მამაკაცებზე გაცილებით მაღლა დგანან.
„ქალი და კაცი საქართველოში თანასწორი ვერ იქნება, ქალი გაცილებით მაღლა დგას. ქალი ხელისგულზე ატატებულმა უნდა ატარო, მარტო სიტყვით არა, საქმით უნდა გაბედნიერებდეს მისი გახარება“.
ექიმი აღნიშნავს, რომ თუ გინდა, გაიგო, რას ფიქრობენ შენზე, პოლიტიკოსი უნდა გახდე: „თუ იმაზე ფიქრობ, როგორ მოაწონო სხვას თავი, დამთავრებულია შენი ამბავი. უნდა იცხოვრო საკუთარი პრინციპებით და არა სხვის დასანახად…“