ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს – შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სოფელ კაბალში მოხდა. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე პირები ამავე სოფლის მკვიდრები არიან.
არსებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თანასოფლელმა მამაკაცს, ცეცხლსასროლი იარაღიდან ხელისა და ფეხის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ლაგოდეხის „არქიმედეს“ კლინიკაში გადაიყვანა.
ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
საქმეზე გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.