LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

128
პოლიცია

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ანანაურის მკვიდრი, 26 წლის სოსო აბრამიშვილი ემსხვერპლა.

ავარია სოფელ ჭაბუკიანისკენ მიმავალ გზაზე მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, აბრამიშვილი საკუთარი Ford-ის მარკის მიკროავტობუსით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ტრანსპორტი მოცურდა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.

ახალგაზრდა მამაკაცი თავის არეში მიყენებული ტრავმებით შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g