LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაგოდეხში მდინარე მაწიმის ნაპირის აღდგენის სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა

334
ტენდერი

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, მდინარე მაწიმის სანაპირო ზონაში (სასაზღვრო პუნქტთან) ნაპირაღდგენითი სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.

მონაკვეთი მდებარეობს მდინარე მაწიმის მარჯვენა ნაპირზე, სადაც წყალდიდობისა და წყალმოვარდნების დროს ვითარდება ეროზიული პროცესები, რაც იწვევს ნაპირის დატბორვას. 

სანაპირო ზოლის სტაბილიზაციისა და გრძელვადიანი დაცვის მიზნით, გათვალისწინებულია ბეტონის ნაპირსამაგრი კედლის მოწყობა და სხვა საჭირო საინჟინრო სამუშაოების განხორციელება. დაგეგმილი ღონისძიებები შეაჩერებს ეროზიულ პროცესებს და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მიმდებარე ტერიტორიის მდგრადობას.

პროექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 976 206 ლარს, რომელიც მთლიანად დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები დაწყებიდან 5 თვის ვადაში უნდა დაასრულოს.

დეტალური ინფორმაცია ტენდერზე ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g