LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლამანშის სრუტეში არალეგალი მიგრანტების გადაყვანისთვის ორი კაცი დააკვეს

სამართალდაც

სამართალდამცველებმა ლამანშის სრუტეში არალეგალი მიგრანტების გადაყვანაში ბრალდებულები დააკავეს.  BBC-ის ინფორმაციით, დაპატიმრებულია ირანის 33 წლის და ბრიტანეთის 24 წლის მოქალაქე. ისინი პოლიციამ მანჩესტერში აიყვანა.

სამართალდამცველების ცნობით, ამ ეტაპზე გამოძიების დეტალებს ვერ გაამხელენ.

არალეგალი მიგრანტები ლამანშის სრუტის გავლით, ნავებით ცდილობენ საფრანგეთიდან გაერთიანებულ სამეფოში გადავლას. ასეთი შემთხვევები ბოლო პერიოდში გახშირდა, რის გამოც დიდი ბრიტანეთის მთავრობამ სანაპირო დაცვის სამსახური გააძლიერა. საპატრულო ხომალდები ხმელთაშუა ზღვიდან, ლამანშის სრუტეში გადაიყვანეს. ვრცელდება ცნობა, რომ დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა დახმარება თავდაცვის სამინისტროსაც სთხოვა.

2017 წლის ნოემბრიდან დღემდე ლამანშის სრუტის გავლით დიდ ბრიტანეთში 239 არალეგალი მიგრანტი მოხვდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g