LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ლამისაა გმირად შერაცხონ ეს ვიგინდარა?! მგონი, დიდ მორალურ ქაოსში ვართ” – ლაშა ბუღაძე

1558
BeFunky-collage (8)

მწერალი ლაშა ბუღაძე წერეთლის გამზირზე არსებულ მიკროსაფინანსო MBC-ში შეჭრილ პირთან დაკავშირებით საზოგადოების არაერთგავროვან დამოკიდებულებებს ეხმაურება.

დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა: პროკურატურამ მიკროსაფინანსოში შეჭრილ პირს ბრალი წარუდგინა

“მიკროსაფინანსოს “კაკო ყაჩაღმა” ის მძევლები გამოუშვა, ვინც წასვლა ითხოვაო და სხვები ნებაყოფლობით დარჩნენ მძევლებად? ანუ თანაუგრძნეს თუ გათავისუფლების თხოვნა ვერ შებედეს “ჰუმანისტს”? როგორ ხსნიან ამ უაღრესად დამაბნეველ ასპექტს “სოც-აქტივისტის” გულაჩუყებული მეხოტბეები – მძევლების მიმართ რომ არ იჩენენ დიდ მგრძნობელობას და, პირიქით, ლამისაა გმირად შერაცხონ ეს ვიგინდარა?!

მგონი, დიდ სააზროვნო და მორალურ ქაოსში ვართ… ყველაზე საშიში ისაა, რომ ეს ქმედება უკვე პრეცედენტულია (ზუგდიდის ბანკის დაყაჩაღების შემდეგ), ფაქტია, ამ კაცმა ზუგდიდელ დამყაჩაღებელ ესებუას მიბაძა – მართალია, უფრო “ვეგეტარიანული” ფორმით (კიდევ კარგი), მაგრამ ეს არანაირი შეღავათი არ არის ისედაც დაუცველი საზოგადოებისა და მით უმეტეს მძევლებისათვის, რომლებიც თურმე გაგებით უნდა მოკიდებოდნენ ამგვარ სოციალურ “პერფორმანსს”, და მაშინვე მიმხვდარიყვნენ, რომ ყუმბარა უბრალო სანთებელა ყოფილა! აწი გვეცოდინება, ეს მხოლოდ პროტესტი ყოფილა”- წერს ლაშა ბუღაძე.

 

“გთხოვთ, მაპატიეთ, 73 წლის ვარ, უამრავი თაობა გამიზრდია და აპატიეთ ლევანისაც, ბოროტებით არ გაუკეთებია” – დაკავებულის დედა საზოგადოებას ბოდიშს უხდის

ლევან ზურაბაშვილის დედისთვის ფულს ვაგროვებთ: “თუ ერთმანეთის გვერდში დგომა არ ვისწავლეთ საზოგადოებად როგორ ვიწოდებით?”

magti 5g