LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lampadario – თბილისში ანტიკვარული, ბოჰემური, იტალიური ჭაღების მაღაზია გაიხსნა

2487
1

ექსკლუზიურად თქვენთვის, ანტიკვარული, ბოჰემური სტილის ხელნაკეთი ჭაღები იტალიიდან – უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია. თბილისში, რამდენიმე დღეა მაღაზია Lampadario გაიხსნა, რომლის დამფუძნებლებიც ნათია ბაკურაძე და ნუკა ბერაია არიან.

როგორც „ფორტუნას“ ნათია ბაკურაძემ განუცხადა, Lampadario-ში იტალიური ჭაღების ფართო არჩევანია.

„გვაქვს უამრავი სახეობის ფლორენციული ჭაღები: ვერცხლის, ბრინჯაოს, თუჯის, ლატუნის, ოპალის, ვენეციური შუშის… ეს არის ხელნაკეთი ჭაღები, რომელთა ანალოგიც ქართულ ბაზარზე არ არსებობს“, – ამბობს ნათია ბაკურაძე.

Lampadario-ს დამფუძნებელი ყურადღებას ჭაღების ხანდაზმულობაზეც ამახვილებს და ამბობს, რომ ისინი 1700 წლიდან 1930 წლამდე პერიოდს მოიცავს. რაც შეეხება ფასებს, ჭაღების ღირებულება მერყეობს 1000 დოლარის (ეკვივალენტი ლარში) ფარგლებში.

„აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე გვაქვს საახალწლო ფასდაკლებაც. მომხმარებელს შეუძლია 31 იანვრის ჩათვლით, ჩვენი ჭაღები 30-დან 50%-მდე ფასდაკლებით შეიძინოს. პანდემიიდან გამომდინარე, პროდუქციის შეძენა ამ ეტაპზე შესაძლებელია ონლაინ, ჩვენი ოფიციალური ფეისბუქ გვერდისა და ინსტაგრამის მეშვეობით, ასევე სატელეფონო ჯავშნებით“, – ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

ცნობისთვის, სახელწოდება „ლამპადარიო“ იტალიურად ჭაღს ნიშნავს, აქედან გამომდინარე, Lampadario-ს დამფუძნებლებმა საჭიროდ მიიჩნიეს კომპანიის სახელწოდება ყოფილიყო პირდაპირი მინიშნება, თუ რისი შეძენაა შესაძლებელი მათ შოურუმში.

მაღაზია Lampadario მდებარეობს ნინო ჟვანიას 24 ნომერში. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 595 11 14 14 , 591 905 588, ან ეწვიეთ კომპანიის ფეიბუქ და ინსტაგრამ გვერდებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g