37 წლის მომღერალი, ლანა დელ რეი ფარულად დაქორწინდა. მისი რჩეული მუსიკალური ტალანტების კომპანიის დირექტორი, ევან ვინიკერია. როგორც მედია იუწყება, წყვილი ერთმანეთს რამდენიმე თვის განმავლობაში ხვდებოდა. ისინი პაპარაცების ობიექტივში სულ რამდენიმეჯერ მოხვდნენ.
თვის დასაწყისში კი ლანა Billboard Women In Music Awards-ის დაჯილდოებაზე, წითელ ხალიჩაზე უზარმაზარი ბრილიანტის ნიშნობის ბეჭდით გამოჩნდა. სხვა დეტალები ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.
რაც შეეხება არტისტის მუსიკალურ საქმიანობას, მან მიმდინარე თვეს, მე-9 სტუდიური ალბომი, Did You Know That There’s a Tunnel Under Ocean Blvd გაავრცელა.
რადიკალურად შეცვლილი ლანა დელ რეი წითელ ხალიჩაზე – ფოტოები, რომლებიც ნამდვილად გაგაოცებთ