35 წლის ამერიკელი მომღერლის, ლანა დელ რეის პოეტურ ნიჭზე ბევრს საუბრობენ, ის სიმღერის ტექსტებს თავად წერს. არტისტმაც გადაწყვიტა, რომ ლექსების პირველი კრებული გამოუშვას. ბალახის საწინააღმდეგოდ გადახრილი ია..- Violet Bent Backwards Over the Grass, ასე ჰქვია ლანას პირველ კრებულს, რომელშიც 30-ზე მეტი ლექსი იქნება წარმოდგენილი, წიგნში ასევე შევა მომღერლის მიერ საბეჭდ მანქანაზე დაწერილი ტექსტები.
ალბომი, 28 ივლისს გამოიცემა, ხოლო სქელყდიანი გამოცემა 29 სექტემბრიდან ჩაეშვება გაყიდვაში.