LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლანა დელ რეიმ რუს ფანებს სასამართლოში უჩივლა

222

ლანა დელ რეიმ რუს ფანებს სასამართლოში უჩივლა. ინფორმაციას ამის შესახებ TMZ ლანა დელ რეის ინტერვიუზე დაყრდნობით ავრცელებს. ამის მიზეზი გულშემატკივართა მხრიდან გადაჭარბებული ყურადღება გახდა. როგორც მომღერალი ამბობს, ისინი „შეპყრობილნი“ არიან და მას მოსვენებას არ აძლევენ.

იულია პოზდინა და ნატალია კრინიცინა ლანა დელ რეის ქუჩაშიც უთვალთვალებენ, ურეკავენ და თვითმკვლელობით იმუქრებიან. გოგონებმა მომღერლის სახლთან მალიბუში კარავიც კი გაშალეს და ამის გამო რეის სახლის შეცვლა მოუწია. სასამართლომ უკვე გამოიტანა განაჩენი და ფანებს მომღერალთან მიახლოება აუკრძალა. ამის მიუხედავად, ლანა დელ რეიმ მაინც გააძლიერა დაცვა და  დახმარებისთვის პოლიციას მიმართა.

შეგახსენებთ, რომ ლანა დელ რეიმ Billboard-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აღიარა, რომ ტანატაფობიითაა შეპყრობილი და მსგავსი ფაქტები მასში პანიკურ შიშსს იწვევს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g