LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლანა დელ რეის 9 წუთიანი კლიპი ახალ რეკორდს ამყარებს (ვიდეო)

96

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მომღერალმა ლანა დელ რეიმ სიმღერაზე Mariners Apartment Complex ახალი შავ-თეთრი კლიპი გამოუშვა, რომელიც უკვე ხუთმა მილიონმა ადამიანმა ნახა. ამჯერად კი 33 წლის მომღერალმა ახალი კლიპი შესათავაზა მსმენელს. ვიდეოკლიპი სიმღერაზე  Venice Bitch გადაიღეს და ის მომღერლის ახალ ალბომში Norman Fucking Rockwell შევა, რომელიც 2019 წელს უნდა გამოვიდეს. კლიპი საკმაოდ უცნაურია, აქ სხვადასხვა კადრების სწრაფ მონაცვლეობას ვხვდებით და ის 9 წუთის განმავლობაში გრძელდება.

ამ დროისთვის კლიპის მნახველთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა, რაც იმას ნიშნავს, რომ ლანა დელ რეის ახალი კლიპი მორიგ რეკორდს მოხსნის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები