LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლანა დელ რეის „ინსტაგრამზე“ განთავსებული პოსტისთვის რასიზმში ადანაშაულებენ

154
nicki-minaj-thatgrapejuice-barbz-beyhive-beyonce-lana-del-rey-600x337

ლანა დელ რეიმ „ინსტაგრამზე“ პოსტი, Question for the culture გამოაქვეყნა, რომელშიც ბიონსეს, Cardi B-ს, ნიკი მინაჟის, არიანა გრანდეს, კამილა კაბეიოსა და სხვა ქალ მომღერლებს და მათ სიმღერების აკრიტიკებს.

დელ რეის კრიტიკამ ნახსენები მუსიკალური არტისტების თაყვანისმცემლები აღაშფოთა, ლანა რასიზმსა და არაკოლეგიალობაში დაადანაშაულეს.

„ახლა როდესაც ბიონსემ, Cardi B-მ, ნიკი მინაჟმა, არიანა გრანდემ და კამილა კაბეიომ უკვე იმღერეს სექსზე, სიშიშვლეზე და ღალატზე, ბოლოს და ბოლოს, შემიძლია თუ არა ვიმღერო თვითრეალიზაციაზე, ან სიყვარულსა და ბედნიერებაზე, თუნდაც ეს ურთიერთობა არ იყოს იდეალური? უკვე ყელში არიან ის ქალი შემსრულებლები, რომლებიც მეუბნებიან, რომ ძალადობას გლამურად ვაქცევ“, – წერს დელ რეი პოსტში.

საზოგადოების მხრიდან წამოსულ კრიტიკას ლანამ მოგვიანებით უპასუხა და თითქოს უკან დაიხია.

„ისინი ჩემი ფავორიტი მომღერლები არიან, უბრალოდ, ვერასდროს გამოვხატავ იმას, რაც მინდა, არ გამანადგუროთ, რაც დავწერე, რასიზმთან არაფერ შუაშია”.

https://www.instagram.com/p/CAcQPuBJdir/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები