LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლანა ღოღობერიძე 93 წლის ხდება და ძველებურად ტენისს თამაშობს: „სიცოცხლის მთავარი მომხიბვლელობა ადამიანებთან ურთიერთობაა…“

161
lanagogoberidzenews

ამა წლის 13 ოქტომბერს, რეჟისორი ლანა ღოღობერიძე 93 წლის გახდება. ასაკის მიუხედავად, ის საკმაოდ აქტიურია და სპორტსაც მისდევს, ხშირად თამაშობს ჩოგბურთს.

ჟურნალ „თბილისელებთან“ ის საკუთარი ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ საუბრობს:

„დიახ, კვირაში ორი დღე აუზზე დავდივარ, ტენისს ვთამაშობ… პანდემიის განმავლობაში ვერ მივდევდი სპორტს და რთული იყო. მხოლოდ ეზოში ვთამაშობდით მე და ჩემი შვილიშვილი. პირველი ლოკდაუნის დროს ჩოგბურთზე ფიქრიც არ შეიძლებოდა, საერთოდაც ჩვენი ასაკის ადამიანებს ხომ გარეთ გამოსვლა გვეკრძალებოდა. ასეთი მარტოობა მართლაც აუტანელი იყო! სიცოცხლის მთავარი მომხიბვლელობა ხომ ადამიანებთან ურთიერთობაა, ამაზე დიდი რამ არც ვიცი, თუ არსებობს და ეგ რომ დაგვაკლდა ასე ერთბაშად, რასაკვირველია, უმძიმესი იყო. ახლა იმდენად ჩაკეტილობა აღარ არის, მაგრამ როგორღაც ჯერ ამ პანდემიას უნდა მოვერიოთ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g