LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლანა ღოღობერიძე დედასთან ბოლო საუბარს იხსენებს: „რომ კვდებოდა, რამდენიმე საათით ადრე მითხრა – „ნუ დარდობ, ჩემო კარგო… ის, რაც ახლა ხდება, ისეთი კანონზომიერია… მთავარი კი ის არის, რომ ბოლო ბედნიერი წლები შენთან ერთად გავატარე“

148
ლანა ღოღობერიძე

რეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ გადაცემაში „სხვა ნანუკა“ სტუმრობისას დედის უკანასკნელი სიტყვები გაიხსენა.

„დედაჩემი, რომ კვდებოდა, რამდენიმე საათით ადრე მითხრა – „ნუ დარდობ, ჩემო კარგო… ის, რაც ახლა ხდება, ისეთი კანონზომიერია… მთავარი კი ის არის, რომ მე ასეთი ბედნიერი წლები, ბოლო წლები შენთან ერთად გავატარე.

ასე მითხრა და ასე გარდაიცვალა… მეც მქონდა ის შეგრძნება, რომ მთავარი ეს იყო – 20 წელიწადი ვიცხოვრეთ ერთად, მართლაც ძალიან ბედნიერად,“ – აღნიშნა ლანა ღოღობერიძემ ინტერვიუში.

ვიდეო: „არ გეწყინოს, ჩვენ არ გვაქვს უფლება ლექსი ვათქმევინოთ ბავშვს, ვისაც მამა ჰყავს დაჭერილი, შენ კი მამაც დაჭერილი გყავს და დედაცო“ – ლანა ღოღობერიძე ბავშვობის სევდიან ისტორიას გვიყვება

იხილეთ გადაცემა სრულად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g