ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის და ლანა პაპიძე არ გამორიცხავს, რომ მომხდარში ოთარ ბერძენიშვილის იყოს გარეული, ამის შესახებ პაპიძემ “პალიტრანიუსთან” განაცხადა და აღნიშნა, რომ ოთო ბერძენიშვილი “ვიღაცისგან იყო დარიგებული, თუ რა უნდა ეთქვა პროცესზე”.
„მეძინა, მაგდამ გამაღვიძა, ომარი მთვრალიაო და „ლუკოილზე“ მოუვიდა ჩხუბი ოთოსთან და საბასთანო და ძალიან ცემა ორივეო. იქ დამუქრებია ოთო, შენ განახებ, ვიზე აწიე ხელიო. მერე მაგდასთვის უთქვამს, გავაქრობ შენს ქმარსო.
პროკურატურაში გვითხრეს, საბა ჯაჯანიძე დავკითხეთ, მაგრამ ფეხებით ხომ არ დავკიდებთო?!“- ამბობს ლანა პაპიძე.