დედის დღესთან დაკავშირებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიამ ყველა იმ დედას, რომელსაც შვილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაეღუპა, საბანკო ანგარიშზე 200-200 ლარი გადაურიცხა.
რამდენიმე მათგანს დღევანდელი დღესასწაული ალექსანდრე სარიშვილმა პირადად მიულოცა.
“თქვენ მართლაც ვალმოხდილი დედები ხართ. გმირების დედები. თქვენ წინაშე ვალშია საქართველო. დიდხანს უნდა იყოთ, როგორც გაუტეხელობისა და სიმტკიცის მაგალითი” – ასე მიმართა აფხაზეთის ომში დაღუპული გმირის, ზაალ მდინარაძის დედას ალექსანდრე სარიშვილმა.
მერმა ასევე დღევანდელი დღესასწაული პირადად მიულოცა მეორე მსოფლიო ომის ვეტერან ქალბატონებს და დიდხანს სიცოცხლე და მხნეობა უსურვა.