LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Land Rover-მა თვალებიანი უპილოტო მოდელი შექმნა

52

Land Rover-მა თვალებიანი უპილოტო მოდელი შექმნა. უჩვეულო ვიზუალი ავტომობილს სხვა მძღოლებთან და ფეხით მოსიარულეებთან კონტაქტში უნდა დაეხმაროს. სიახლე სახელწმიფო პროგრამის – U.K. Autodrive-ის ფარგლებში შეიქმნა და მისი მიზანი ავტონომიური ავტომობილების როლის უკეთ შესწავლა და ასევე იმის გაგებაა, თუ როგორ აღიქვამს ადამიანის თვალით მათ.

პროგრამის მიზანი ძირითადად მძღოლსა და ფეხით მოსიარულეს შორის კონტაქტის დამყარებაა, რასაც უპილოტო თავს არაჩვეულებრივად ართმევს. მძღოლის გარეშე მოძრავი ავტომობილის დანახვისას ქუჩაში მოსიარულე უნდა მიხვდეს, რომ ავტომობილმა ის შეამჩნია და გზასაც დაუთმობს. ადამიანი უპილოტოს უნდა ენდოს და ახალი დიზაინის მიზანიც სწორედ ესაა. აღსანიშნავია, რომ მუშაობისთვის ელექტრონიკა ხელოვნურ ინტელექტსა და ალგორითმთა მთელ სისტემას გამოიყენებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები