LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლარის გამყარება, ანუ რევალვაცია ინფლაციის შემცირებაზე დადებითად იმოქმედებს – კოვზანაძე

102
1542968708-ირაკლი-კოვზანაძე5

საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ამბობს, რომ ლარის გამყარება ინფლაციის შემცირებაზე დადებითად იმოქმედებს.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში ლარი გამყარების ტრენდს ინარჩუნებს, თუმცა გამყარების მიზეზი არ არის რაიმე მყისიერი მოვლენა, ან ერთჯერადი ქმედება.

„ლარის გამყარების საფუძველი შექმნა რამდენიმე გარემოების ერთობლიობამ: კერძოდ, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა (10.6%); სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება (8-10.5%); იანვარში შემცირებული ფულის მასა (M2) დაახლოებით 700 მლნ. ლარით; მნიშვნელოვნად გაზრდილი ფულადი გზავნილები, გაზრდილი ექსპორტი.

ჩვენი ეკონომიკის მაღალი იმპორტდამოკიდებულების და მაღალი დოლარიზაციის პირობებში ლარის გაუფასურება, ანუ დევალვაცია მნიშვნელოვნად და პირდაპირ გადაეცემა ფასებს, ანუ აისახება ინფლაციაში. შესაბამისად ლარის გამყარება, ანუ რევალვაცია თავის მხრივ ინფლაციის შემცირებაზე დადებითად იმოქმედებს. ასევე როგორც ეკონომისტი და ფინანსისტი აღვნიშნავ, რომ გრძელვადიანი მაკროეკონომიკური ხედვით, ლარის გამყარების ფასი უფრო მაღალია, ვიდრე მისი ზემოქმედება ინფლაციაზე,“ – განაცხადა კოვზანაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g