LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლარსთან დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები დაიწყო: “დაზიანდა გზის 80 მ-მდე მონაკვეთი”

100
ing

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე (ნეიტრალური ზონა), მდინარე თერგის ადიდების შედეგად დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები დაიწყო.

რა ხდება გზებზე? – სრული ინფორმაცია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებიან დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და ყველა საჭირო ღონისძიებებს ატარებენ, რათა გზის აღდგენა უმოკლეს ვადებში მოხდეს.

“ძლიერი წვიმის და უხვი ნალექის გამო, გვიან ღამით საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე (ნეიტრალური ზონა) მდინარე თერგის ადიდების შედეგად, გზის 80 მ-მდე მონაკვეთი დაზიანდა.

გზის აღდგენამდე, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა”, – აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.