რესტორან ქვევრის მეპატრონე, მუსიკალური პროდიუსერი, ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა.
აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის მერი კახა კალაძე სამძიმრის წერილს ავრცელებს.
„ძნელია სამძიმრის სიტყვები დაწერო კაცზე, რომელიც გამორჩეული მეგობარი, გულშემატკივარი, თანამებრძოლი და ერთგული ადამიანი იყო პირადად ჩემთვის და „ქართული ოცნების” დიდი ოჯახისთვის.
ლაშა ბასლანძის სახით ქვეყანამ დაკარგა პატრიოტი კაცი, საზოგადოებამ კი სიმართლისთვის მებრძოლი, უკომპრომისო მოქალაქე.
სამძიმარს ვუცხადებ ლაშას ოჯახს, მის ახლობლებსა და მეგობრებს!“, – ვკითხულობთ ტექსტში.
ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა ბიზნესმენის გარდაცვალების მიზეზი.
არსებული ინფორმაციით, ის იტალიაში იმყოფებოდა.
„ბასლა აღარ გვყავს“ – ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა
