LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა ბუღაძე: „სააკაშვილის გამოსვლიდან ყველაზე მეტად სწორედ ეს სიტყვა დამამახსოვრდა: ბოდიში. და ეს მომეწონა“

383
lashabugadze

მწერალი ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში სიტყვით გამოსვლას ეხმიანება და აღნიშნავს:

„ძალიან სამწუხარო და დამთრგუნველია საქართველოს პრეზიდენტის ხილვა გისოსებს მიღმა, მაგრამ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ეს კათარზისის შესაძლებლობაცაა მისთვის და მას მხოლოდ ისედაც ყველაფერზე ტაშისმკვრელი ფანატიკოსები არ უსმენენ (მით უმეტეს, რომ ტაშისმკვრელთა უმეტესობა მხოლოდ სოციალურ ქსელებში ბაქიბუქობით არის გამორჩეული და საქმე საქმეზე თუ მიდგა, აქციებზე მისვლაც ეთაკილება).

ასევე. ნუ გეშინიათ სიტყვა ბოდიშის. მხოლოდ დაკომპლექსებულ მაჩოიზმს მიაჩნია სისუსტედ შეცდომის აღიარება – არა ივანიშვილის პროკურატურისთვის, არამედ  უსამართლობასთან მებრძოლი საზოგადოების წინაშე.

სააკაშვილის გამოსვლიდან ყველაზე მეტად სწორედ ეს სიტყვა დამამახსოვრდა: ბოდიში.

და ეს მომეწონა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები