LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა ხუციშვილი ლუქსემბურგელ კოლეგას შეხვდა

102
ლაშა ხუციშვილი

ქ. ლუქსემბურგში მიმდინარე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა (IMF) და მსოფლიო ბანკის (WB) წევრი ქვეყნების ჯგუფების შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ფინანსთა მინისტრს ჟილ როთს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოსა და ლუქსემბურგს შორის საგადასახადო სფეროსა და საფინანსო სექტორში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და აღნიშნული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისათვის მზადყოფნა გამოხატეს. 

ლაშა ხუციშვილმა კოლეგას ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური ვითარება და პროგნოზები გააცნო.

ამასთან, საქართველოსა და ლუქსემბურგის ფინანსთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს „შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ” შეთანხმებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ოქმს, რომლის მიზანი საქართველოსა და ლუქსემბურგს შორის მოქმედი „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ“ შეთანხმების ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) 2017 წლის სამოდელო საგადასახადო კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანაა.

განახლებული სამართლებრივი დოკუმენტი ხელს შეუწყობს საქართველოსა და ლუქსემბურგს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას და უზრუნველყოფს ორ ქვეყანას შორის საგადასახადო მიზნებისათვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის სფეროში თანამშრომლობის გაუმჯობესებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g