LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა ხუციშვილი საუდის არაბეთის განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

106
შეხვედრა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საუდის არაბეთის განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, სულთან აბდულრაჰმან ალ მარშადს შეხვდა, რომელიც საქართველოში დელეგაციის წევრებთან ერთად სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს.

ფინანსთა მინისტრმა სტუმარს გააცნო ქვეყნის ეკონომიკური ტენდენციები, ის შესაძლებლობები, რომელიც საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ქვეყანას აქვს საგზაო, საპორტო ინფრასტრუქტურის, აეროპორტების, ასევე, მთლიანად შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით.

საუდის არაბეთის განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა საქართველოსთან პარტნიორობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა. აღინიშნა, რომ ინვესტიციების გაზრდის პოტენციალი არსებობს ისეთ სექტორებში, როგორებიცაა ენერგეტიკა, უძრავი ქონება, ლოგისტიკა, ტურიზმი და სხვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g