LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა ხუციშვილი: სპეკულაციაა ის, რომ მოსახლეობის ხელფასები და შემოსავლები არ იზრდება ეკონომიკის ზრდასთან ერთად

154
ხუციშვილი

სპეკულაციაა ის, რომ მოსახლეობის ხელფასები და შემოსავლები არ იზრდება ეკონომიკის ზრდასთან ერთად, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მედიანური ხელფასი რომ ავიღოთ, რომელიც ზუსტი მონაცემია, საშუალო ხელფასი 2012 წელს იყო 712 ლარის ოდენობით, 2022 წელს იყო 1 543 ლარი და 2023 წლის მესამე კვარტალის მონაცემებით, არის 1 855 ლარი, რაც 2,6-ჯერ მეტია, ვიდრე ეს იყო 2012 წელს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ლაშა ხუციშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ.

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g