LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა ხუციშვილი ვაშინგტონში შუა დერეფნის შესაძლებლობებსა და მნიშვნელობასთან დაკავშირებულ დისკუსიას დაესწრო

126
ლაშა ხუციშვილი

მსოფლიო ბანკის ჯგუფისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში გაიმართა დისკუსია შუა დერეფნის შესაძლებლობებსა და მნიშვნელობაზე, რომელიც ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ანტონელა ბასანიმ და ინფრასტრუქტურის მიმართულებით ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა გუანჟე ჩენმა გახსნეს.

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

საუბარი შეეხო ცენტრალური აზიისა და კავკასიის გავლით ჩინეთისა და ევროპის ბაზრების დაკავშირებადობის ზრდას შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნებში ინფრასტრუქტურისა და ლოგისტიკური სერვისების შესაძლებლობების გაუმჯობესების გზით.

განხილვაში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთისა და თურქეთის დელეგაციები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g