LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა რამიშვილი: „არ დაიდარდოში“ მთავარი მსმენელის მუხტია… კმაყოფილი მსმენელი აქტიურად გვწერს…“

251
ლაშა-რამიშვილი

რადიო „არ დაიდარდო“ 1-ელ ივნისს იუბილარია. ის 19 წლის გახდა.

ყველაზე რეიტინგული რადიოს ეთერში ზუსტად 11 წელიწადია, ისმის მსახიობისა და მომღერლის, ლაშა რამიშვილის ხმა.

რა არის ის, რაც არ გაბეზრებს რადიოში მუშაობას?

ურთიერთობა კოლეგებთან, რომლებიც აქ ადრე იყვნენ და ახლაც არიან. ეს არის აწყობილი სისტემა, რომ ერთმანეთის გარეშე არ შეგვიძლია. ქართული მუსიკა ჩემთვის ძალიან ღირებული და ახლობელია და „არ დაიდარდოზე“ ქართული მუსიკა ჟღერს. არის ამ პლეილისტში განსაკუთრებული კომპოზიციები, რომლებიც ჩემში გამორჩეულ ემოციას აღძრავენ.

იმის გარდა, რომ შენ ხარ წამყვანი, ხარ მომღერალი, რომლის სიმღერებიც ასევე ჟღერს „არ დაიდარდოს“ ეთერში. პირველი სიმღერა გახსოვს, რომელიც ამ რადიოს ეთერში გავიდა?

ეს იყო „ქალი, ვაი, რა ქალი“. მაშინ „არ დაიდარდოში“ არ ვმუშაობდი. მე და თიკა მახალდიანმა მოვიგეთ „მიმღერე რამე“. რადიოჰოლდინგმა „ფორტუნამ“ მოგვცა საშუალება, რომ ეს სიმღერა ჩაგვეწერა, ერთად ვერ მოვახერხეთ და შემდეგ „არ დაიდარდოს“ მენეჯერმა, გიორგი მშვენიერაძემ შემომთავაზა, მარტო ჩამეწერა. სწორედ ეს სიმღერა გავიდა რადიოს ეთერში. შემდეგ თაკო მელიქიშვილს გაუჩნდა იდეა, რომ მე წამყვანი გავმხდარიყავი. ერთი წელი მარწმუნებდა გიორგი მშვენიერაძე, რომ ეს ჩემი საქმე იყო, ბოლოს დამარწმუნა (იღიმის).

ლაშა, ვიცი, რომ ძალიან აქტიური მსმენელი გყავთ…

მსმენელის მუხტი აქ ყველაზე მთავარია. ამას გულწრფელად ვამბობ – კმაყოფილი მსმენელი სოციალურ ქსელში გვწერს აქტიურად. დღევანდელი დილის განმავლობაში, როცა ეთერში ვიყავი, შეტყობინება შეტყობინებაზე მოდიოდა. შოუბიზნესის წევრები რომ გვსტუმრობენ და მათ წარდგენას ვაკეთებ, არა მხოლოდ მე, არამედ დანარჩენი წამყვანებიც, სულ გვეუბნებიან, რამხელა ენერგია და მუხტი ტრიალებს ამ რადიოშიო.

რას ისურვებდი „არ დაიდარდოს“ იუბილეზე?

პირველი პოზიციის შენარჩუნებას რეიტინგში და დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება, რადგან ძალ-ღონეს არ ვიშურებთ არც ჩვენ და არც ქალბატონი თამარ ჩიგოგიძე…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები