ძიუდოს მსოფლიო ფედერაციამ 2021 წლის საუკეთესო მამაკაც სპორტსმენად ლაშა შავდათუაშვილი, ამომავალ ვარსკვლავად კი ილია სულამანიძე აღიარა.
აღიარება შავდათუაშვილმა წლევანდელ ოლიმპიადასა და მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგით დაიმსახურა.
გარდა ამისა, ძიუდოს ფედერაციამ ამომავალ ვარსკვლავად ილია სულამანიძე დაასახელა.