„ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის მე-7 ნომერმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ საკუთარი არჩევანი საჩხერეში, სოფელ სხვიტორში დააფიქსირა.
ტალახაძის თქმით, ხმა მისცა, მშვიდობას, ერთობას და ქვეყნის ევროპისკენ სვლას.
ტალახაძემ ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა. მისი თქმით, „ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს და დააფიქსიროს საკუთარი არჩევანი“.
„დღევანდელი დღე იქნება ისტორიული! განცდა მაქვს, რომ სამშვიდობოს გავალთ“ – ზურაბ ჯაფარიძე
რაც შეეხება საარჩევნო ტექნოლოგიებს, მისი თქმით, პროცესი მარტივია და ამაში უბანზე მისული ამომრჩეველი დარწმუნდება.