ლაშა ტალახაძე ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია ავრცელებს.
სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ეროვნულ ფედერაციას მომდევნო 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
ლაშა ტალახაძე ფედერაციის ხელმძღვანელად ხმის უფლების მქონე დელეგატმა ერთსულოვნად აირჩიეს.
ახალმა პრეზიდენტმა დელეგატებს სამი ვიცე-პრეზიდენტი კახი კახიაშვილი, ირაკლი თურმანიძე და ნოდარ სირბილაშვილი წარუდგინა.