LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშამ ოქროები ისევ დაყარა: ტალახაძემ კიდევ სამი მედალი მოიგო

209
75553055-870177813377674-628014447348154368-o

მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ, თურქეთის ქალაქ გაზიანთეპში, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ნაიმ სულეიმანოღლუს სახელობის საერთაშორისო ტურნირზე, სადაც ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის სალიცენზიო ქულები თამაშდება, შესაბამისად, ატაცში, აკვრაში და ორჭიდის ჯამში 208/242/450 კილოგრამები დაძლია და სამი ოქროს მედალი დაისაკუთრა.

ტურნირზე, სადაც 23 ქვეყანა მონაწილეობდა, ლაშა ტალახაძე მისი აბსოლუტური გამარჯვებული გახდა. გარდა ამისა, საკუთარ აქტივს ოლიმპიური სალიცენზიო ქულები შემატა.

ბარემ ისიც ვთქვათ, რომ შოთიკო მიშველიძემ 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი აიღო. ტურნირს ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო დატვირთვა აქვს. მიშველიძემ ატაცში 120 კგ. დაძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. 146 კილოგრამი დაიმორჩილა აკვრაში და ოქროს მედალი დაისაკუთრა, ასევე ოქროთი დააგვირგვინა ორჭიდი – 266 კგ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები