LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშქარავას გარდაცვალება და ძალადობრივი თავდასხმების ფონზე პოლიციის გამაოგნებელი უმოქმედობა, სრულად და მიუკერძოებლად უნდა გამოიძიონ: ევროპარლამენტარები

59
1

“ბატონი ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალება და ძალადობრივი თავდასხმების ფონზე პოლიციის გამაოგნებელი უმოქმედობა, გამოძიებული უნდა იყოს სრულად და მიუკერძოებლად.” – 5-6 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებსა და “ტვ პირველის” ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ევროპარლამეტარები ეხმიანებინა. 

განცხადების ხელმომწერები, ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიენე მოუწოდებენ საზოგადოებას, გამოიჩინონ სიმშვიდე, თავშეკავება და არ აყვნენ პროვოკაციებს.

მიმართვის ავტორები აღნიშნავენ, რომ მედიისა და გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული და ევროპული ფასეულობებია და ისინი უნდა იყოს დაცული:

“საქართველო ძალიან სერიოზულ გზაჯვარედინზეა, რაც განსაზღვრავს მის განვითარებას და წარმატებას ან წარუმატებლობას უახლოესი ათწლეულების განმავლობაში. ქართველების უმეტესობამ დიდი ხნის წინ, მტკიცედ აირჩია ევროპული განვითარება და ევროპული ღირებულებები. ამასთან, არსებობს ძალები, რომლებიც ცდილობენ, ხელი შეუშალონ საქართველოს პროგრესს ამ გზაზე და შეცვალონ ის.

ერთ-ერთი ასეთი მცდელობაა ბოლო დროს, საქართველოში განვითარებული მოვლენები, როდესაც “ღირსების მარშის” საწინააღმდეგო აქციაზე მიზანში ამოიღეს 53 ჟურნალისტი და სცემეს მათ.

ჩვენ, სამწუხაროდ, შევიტყვეთ ერთ-ერთი მედიასაშუალების დაშავებული თანამშრომლის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შესახებ.

ბატონი ლაშქარავას გარდაცვალება და პოლიციის გამაოგნებელი უმოქმედობა ძალადობრივი თავდასხმების ფონზე, სრულად და მიუკერძოებლად უნდა იქნას გამოძიებული. მოვუწოდებთ საზოგადოების თთოეულ წევრს, გამოიჩინონ სიმშვიდე და თავშეკავება და  არ იმოქმედონ პროვოკაციებზე.

საქართველოში ყველა პოლიტიკურმა ძალამ, განსაკუთრებით მმართველმა გუნდმა, ევროპული ღირებულებების პატივისცემის უზრუნველსაყოფად უნდა იმუშაოს.

მედიისა და გამოხატვის თავისუფლება ევროპული ფასეულობებია და ისინი უნდა იყოს დაცული.” – ვკითხულობთ ევროპარლამენტარების განცხადებაში.

mazda magti 5g