LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლატვიამ ბელარუსული ნომრების მქონე ავტომობილები აკრძალა

114
ლატვიამ ბელარუსული ნომრების მქონე ავტომობილები აკრძალა

ლატვია ბელარუსული ნომრების მქონე ავტომობილების კონფისკაციისთვის ემზადება. ლატვიის მთავრობამ მეორე და საბოლოო მოსმენით მიიღო კანონში ცვლილება, რომელიც ქვეყნის ფარგლებში ბელარუსში დარეგისტრირებული ავტომობილების გადაადგილებას შეზღუდავს. მანქანების საზღვრებს გარეთ გატანა ან რეგისტრაციის შეცვლა 2024 წლის ოქტომბრის ბოლომდე იქნება აუცილებელი.

მთავრობამ ყველა გააფრთხილა, რომ ის მძღოლები ვინც მანქანის დროულად გაყვანას ან რეგისტრაციის შეცვლას ვერ მოასწრებს, ოქტომბრის ბოლოს შესაძლოა საერთოდ სატრანსპორტო საშუალების გარეშე დარჩეს.

კანონში დაშვებული იქნება გამონაკლისი იმ მძღოლებისთვის, ვისაც გადაადგილების შეზღუდული შესაძლებლობა აქვს და ლატვიაში ნათესავებს სტუმრობს. გარდა ამისა, „ბელარუსული მანქანებით“ გადაადგილება დაშვებული იქნება განსაკუთრებულ შემთხვევებშიც, ისეთში რომელიც უსაფრთხოებას უკავშირდება. თუმცა, ამისთვის სპეციალური ნებართვის აღება იქნება საჭირო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები