რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სამხრეთ ოსეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრ ახსარ ჯიოევთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის განხორციელებაში “აქტიურად დაეხმარებიან”.
“საინვესტიციო პროექტები წარმატებით ხორციელდება. ახლახან მიღებულ იქნა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა. ჩვენ აქტიურად დაგეხმარებით მის განხორციელებაში”, – განაცხადა ლავროვმა კოლეგასთან შეხვედრაზე.
ამავე თემაზე:
უკრაინა ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების გამო გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვას ითხოვს