LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლედი გაგას ძაღლის გამტაცებელს 21-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

187
Untitled.pngsdfsdf

გახსოვთ ალბათ გასულ წელს ლედი გაგას ირგვლივ დატრიალებული ტრაგედია. მისი ძაღლების გამსეირნებელს ესროლეს, ხოლო მომღერლის ფრანგული ბულდოგები მოიპარეს. ძაღლების გატაცების დროს რაიან ფიშერმა, გამტაცებელს წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც ის გულის არეში დაჭრეს. საბედნიეროდ ფიშერი გამოჯანმრთელდა, ძაღლები კი არტისტს დაუბრუნეს.

ახლა კი ცნობილი გახდა, რომ ლოს-ანჯელესის სასამართლომ 2022 წლის 5 დეკემბერს, გამტაცებელ ჯეიმს ჯექსონს 21 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ჯექსონმა ბრალი აღიარა. როგორც ირკვევა, მან არ იცოდა, თუ ვის ეკუთვნოდა ძაღლები.

ქალი, რომელმაც გატაცებული ძაღლები ლედი გაგას დაუბრუნა, დააკავეს

ლედი გაგას ძაღლები გაიტაცეს, მისი თანაშემწე კი დაჭრეს – თავდასხმის ვიდეო

ფოტო: ლედი გაგას ძაღლები უცნობმა ქალბატონმა დააბრუნა, ის კუთვნილ 500 000 დოლარს ითხოვს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები