როგორც იცით, გასულ კვირას, ორმა შეიარაღებულმა პირმა ლედი გაგას ძაღლები გაიტაცა, მისი თანაშემწე რაიან ფიშერი კი, რომელიც ფრანგულ ბულდოგებს ასეირნებდა, მკერდში დაჭრა. ლედი გაგამ განაცხადა, რომ ძაღლების დაბრუნების შემთხვევაში 500 000 დოლარს გადაიხდის იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვიღაც მის ძაღლებს ქუჩაში იპოვის.
ფოტო: „500 000 დოლარი მას, ვინც ძაღლებს დამიბრუნებს“, – ლედი გაგა ძაღლების გატაცებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ახლახანს ინფორმაცია გავრცელდა, რომ ვარსკვლავის ძაღლები პოლიციაში უცნობმა ქალმა მიიყვანა, ის ლედი გაგას წარმომადგენლებს უკვე შეხვდა. პოლიციის ინფორმაციით, ქალს ძაღლების გამტაცებლებთან არანაირი კავშირი არ აქვს. ქალბატონი დასახელებული ფულადი ჯილდოს მიღებას ითხოვს.
ლედი გაგას მამა, ჯო ჯერმანოტა სისხლის სამართლის საქმის გასნას ითხოვს, ქალიშვილის თანაშემწის, რაიან ფიშერის მკვლელობის მცდელობისთვის. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.