LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეგენდარულ ბრაიან მეის დიდი ბრიტანეთის რაინდის წოდება მიენიჭა

138
page

ლეგენდარული ჯგუფის, Queen-ის გიტარისტი, ბრაიან მეი მრავალმხრივად ნიჭიერი პერსონაა. გარდა არნახული მუსიკალური კარიერისა, ის ასევე მუშაობს ასტროფიზიკოსად და ველური ცხოველების დაცვის მიმართულებით შექმნილ ფონდსაც უდგას სათავეში.

მას სულ ცოტა ხნის წინ დიდი ბრიტანეთის რაინდის ბაკალავრის წოდება მიენიჭა.

„2008 წელს მან ლონდონის სტერეოსკოპული კომპანია აღადგინა, 2009 წელს დააარსა ფონდი Save-Me Trust, 2015 წელს კი ასტეროიდის დღის თანადამფუძნებელი გახდა“, – აღნიშნულია ოფიციალურ დოკუმენტში.

ახალი, საპატიო წოდების მიღებას მეი „ინსტაგრამის“ საშუალებით გამოეხმაურა და სამადლობელი ვიდეო მიმართვაც გაავრცელა.

წინ დაუვიწყარი სანახაობა გველოდება – „ბოჰემური რაფსოდიის მეორე ნაწილი მუშაობის პროცესშია“ – ბრაიან მეი

„პანდემიის დასრულების შემდეგ მსოფლიოს მოსახლეობა ვეგანი უნდა გახდეს“ – ბრაიან მეი

 

View this post on Instagram

 

A post shared by Brian Harold May (@brianmayforreal)

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები