ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Queen-ის გიტარისტი ბრაიან მეი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს და კორონავირუსის პანდემიას ხშირად ეხმიანება. თავდაპირველად მუსიკოსმა ბრიტანეთის ხელისუფლება და მისი პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი გააკრიტიკა, შემდეგ კი განაცხადა, რომ თავადაც ასაკშია და შესაძლოა, კორონავირუსმა ისიც იმსხვერპლოს.
„ჩვენმა ხელისუფლებამ რეაგირება დააგვიანა" - ბრაინ მეიმ კორონავირუსთან დაკავშირებით ბრიტანეთის ხელისუფლება გააკრიტიკა
„ეს შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი განცხადება იყოს, რაც კი ოდესმე სოციალურ ქსელებში გამიკეთებია"
ახლა, 72 წლის მეიმ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ მსოფლიო უნდა დაფიქრდსე და მოსახლეობა ვეგანი უნდა გახდეს.
„უკვე სამი თვეა, რაც ვეგანი გავხდი, ცხოველების უფლებებს დიდი ხანია ვიცავ, თუმცა, ზოგჯერ ხორცს მაინც ვჭამდი. აქამდე სხვას ამისკენ ვერ მოვუწოდებდი, ახლა კი უკვე დავინახეთ, რა ზომამდე მიგვიყვანა ცხოველების ჭამამ. პანდემიის დასრულების შემდეგ მსოფლიო მოსახლეობა ვეგანი უნდა გახდეს“, – აცხადებს მუსიკოსი.