LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სწორედ მაშინ მივხვდი, რომ მას მამაკაცები მოსწონდა“ – ფრედი მერკურის შეყვარებულის სკანდალური ინტერვიუ

246
41088034-0-image-a-18-1617037610326

ლეგენდარული მუსიკოსის, ფრედი მერკურის პირველმა შეყვარებულმა, როუზ პირსონმა Radio Times-ს სკანდალური ინტერვიუ მისცა, სადაც გაიხსენა, თუ როგორ მიხვდა, რომ ფრედი არატრადიციული ორიენტაციის იყო.

მისი თქმით, როდესაც ის და ფრედი მუზეუმში იყვნენ და ხელოვნების ნიმუშებს ათვალიერებდნენ, ფრედი იმ ნახატით მოიხიბლა, სადაც შიშველი მამაკაცების ორთაბრძოლა იყო გამოსახული.

„მისი რეაქცია ყოველგვარ ზღვარს გასცილდა, ის აღფრთოვანდა ნახატით, სადაც შიშველი მამაკაცები იბრძოდნენ, მისი რეაქციები არაადეკვატური იყო, სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ის ბისექსუალი იყო“, – აცხადებს როუზი.

ცნობისთვის, მუსიკოსისა და პირსონის ურთიერთობამ 2 წელს გასტანა. ისინი რუსეთში მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ დაშორდნენ ერთმანეთს. როუზის განცხადებით, როდესაც ის შეყვარებულის არატრადიციულ ორიენტაციაში დარწმუნდა მისი გრძნობები ნელ-ნელა გაცივდა. ურთიერთობის გაწყვეტის ინიციატორი თავად პირსონი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები