LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lego-სგან მოქმედი, 28 ცილინდრიანი რადიალური ძრავი შექმნეს

123

კომპანია Lego რადიალური, 28 ცილინდრიანი მუშა საავიაციო ძრავის მაკეტის გამოშვებას გვთავაზობს, რომელიც 1940-იანი წლების შუა პერიოდში გამოდიოდა. ძრავის პროექტი სპეციალურ საიტზე Lego Ideas განთავსდა, სადაც კერძო პირები ამა თუ იმ ნაკრების გამოსვლას აძლევენ ხმას.

ძრავის Pratt & Whitney R-4360 Wasp მაკეტი მეორე მსოფლიო ომის დროს დაპროექტდა, მისი მოცულობა 71,5 ლიტრია და 4 300 ცხენის ძალას ავითარებს.

ასეთი ძრავი გამოიყენებოდა მაგალითად 1940-1950-წლებში გამოსულ ავიალაინერებზე, მათ შორის ბომბდამშენ Boeing B-50 Superfortress-ზე და სამგზავრო Boeing 377-ზე.

”ლეგოს” საიტზე ძრავის ნაკრების გამოსვლას ხმა 254 ადამიანმა მისცა ხმა, ამასთან, კამპანიის დასრულებამდე 299 დღეა დარჩენილი. იმისათვის, რომ Lego-მ აღნიშნული იდეა განიხილოს, საჭიროა პროექტმა 10 000 ხმა დააგროვოს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები