LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლეიბორისტები“ დაფინანსების გარეშე რჩებიან?

128
leiboristebi

პარლამენტმა 80-ხმით, 27-ის წინააღმდეგ, მეორე მოსმენით მიიღო პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა.

„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული ცვლილებების მიხედვით, პარტია კარგავს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლებას, თუ ამ პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ფაქტობრივი რაოდენობა მის მიერ მიღებული მანდატების ნახევრამდე მაინც შემცირდება.

პარტია შესაბამისი მომდევნო 6 თვის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტი პარლამენტის წინა სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება პლენარული სხდომების ნახევარზე მეტს.

მიღების შემთხვევაში კანონი 2022 წლის პირველი თებერვლიდან უნდა ამოქმედდეს.

„ნაციონალური მოძრაობა“ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგი იყვნენ. „მოქალაქეები“ კი კანონპროექტს მხარს უჭერენ, რადგან ფიქრობენ, რომ ხალხმა დეპუტატებს ხმა იმიტომ მისცა, რომ საკანონმდებლო ორგანოში ემუშავათ.

თუ კანონპროექტს მესამე მოსმენის შემდეგ მიიღებენ, დაფინანსების გარეშე დარჩება „ლეიბორისტური პარტია“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g