შალვა ნათელაშვილი ამტიცებს, რომ ხელისუფლებას კოვიდპანდემიასთან ბრძოლის წინააღმდეგ არასწორი კურსი აქვს არჩეული, რის გამოც მისმა გუნდმა ჰააგის სასამართლოს მიმართა.
“ჩვენი სარჩელი, წინასწარი განაცხადი, რომელიც დღეს წავიდა, ემყარება ძალიან მკაცრ იურიდიულ სამართლებრივ ნორმებს. ის არ წარმოადგენს პოლიტიკური ემოციის ან სუბიექტური გაბრაზებისა და ამოხტომების დოკუმენტს,”- განმარტავს შალვა ნათელაშვილი.