“ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ქართული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა დაიწყო.
შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი კრიზისის განმუხტვის გეგმა და სამოქმედო სტრატეგია იქნება.
შეხვედრაზე ასევე იმსჯელებენ იმ სკანდალურ აუდიოჩანაწერზეც, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.
ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, დიალოგი აქციების პარალელურად გაგრძელდება.
შეგახსენებთ, ოპოზიციამ მასშტაბური საპროტესტო აქციები “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ დააანონსა.
მათი განცხადებით, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების გაგრძელება შესაძლებელი გახდებოდა მას შემდეგ, რაც ნიკა მელიას და სხვა პოლიტპატიმრებს გაათავისუფლებდნენ, ასევე შეთანხმდებოდნენ ვადამდელ არჩევნებზე.
რამდენიმე დღის წინ ოპოზიციამ აქციების გადადების გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო მთავარი მოთხოვნები უცვლელი დატოვა.
ოპოზიციამ აქციები დროებით გადადო: “არ გვსურს ეს მოლაპარაკებების ჩაშლის საბაბი გახდეს”
კიდევ ერთ მოთხოვნას, ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, შესძლოა სხვა მოთხოვნაც დაემატოს – მოლაპარაკებების მაგიდასთან ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხვა წარმომადგენელმა ჩაანაცვლოს.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, აუდიოჩანაწერის გავრცელების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილს აღარ აქვს მორალური უფლება – იჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან.