LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენელი, სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ცივი იარაღით დაჭრა

88
პოლიცია

„ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენელი, სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ცივი იარაღით დაჭრა.

ინციდენტი მარნეულში, სოფელ დაშთაფაში მოხდა. დაშავებული პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დამნაშავე დაკავებულია.

„ფორტუნა“ დამატებითი დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.

მომხდარი ინციდენტის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა. ის წერს, რომ დაჭრილის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. 

„მარნეულში ქართული ოცნების აქტივისტმა ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელი დაჭრა, ის ამ მომენტში გადაყვანილია კლინიკაში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს“, – წერს შალვა ნათელაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g