LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეიდი გაგა ბრედლი კუპერის სადებიუტო ფილმში გამოჩნდება

85

ლეიდი გაგამ კინოკარიერის დასაწყისშივე შეძლო ”ოქროს გლობუსის” მოპოვება სერიალის ”ამერიკული საშინელებათა ისტორია” მე-5 სეზონში შესრულებული როლისთვის. მუსიკოსმა მე-6 სეზონში მონაწილეობაც დააანონსა, თუმცა არ აპირებს მიღწეულზე გაჩერებას და მალე ფართო ეკრანზეც გამოჩნდება. კინოკომპანია Warner Brothers-მა ლეიდი გაგა ახალ პროექტში – ფილმში ”ვარსკვლავი დაიბადა” მთავარ როლზე დაამტკიცა.  რეჟისორი ბრედლი კუპერი იქნება, ფილმი კი მისი სადებიუტო ნამუშევარი. ”აღფრთოვანებული ვარ ბრედლი კუპერთან მუშაობის შანსით. ის მშვენიერი არტისტია”, – აღნიშნა მუსიკოსმა  Twitter-ში.  

”ვარსკვლავი დაიბადა” – მუსიკალური დრამის რემეიქია, რომლის ორიგინალი 1937 წელს გამოვიდა, მერე კი, ორი ვერსია მოჰყვა ჯუდი გარლანდით და ბარბარა სტრეიზანდით მთავარ როლებში. ახალი ვერსიის რეჟისორობაზე კლინტ ისტვუდი აცხადებდა პრეტენზიას, მთავარ როლზე კი, ბიონსე მოიაზრებოდა, თუმცა საბოლოოდ, კინოკომპანიამ ფილმზე სამუშაოდ ბრედლი კუპერი და ლეიდი გაგა მიიწვია.

940x592_1_dc4d1062b86cc089ae6f59d302d28cf1@1200x756_0xc0a839a4_4296845101471609887

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g