ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ-ოპერაში ყოველწლიური კოსტიუმების შოუ „მეთ გალა 2019“ გაიმართა. წელს შოუს თემა გახლდათ Camp: Notes on Fashion ან უბრალოდ „კემპი“. შესაბამისად ღონისძიებისთვის ვარსკლავები წინასწარ მოემზადნენ. როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ლეიდი გაგამ ყველა დაჩრდილა. ის შოუს წითელ ხალიჩაზე ერთდროულად ოთხი ერთმანეთზე გადაცმული სხვადასხვა კოსტიუმით პოზირებდა.
შოუზე ის ჯერ „ბრენდონ მაკსველის“ ულამაზესი ვარდისფერი კაბით გამოვიდა. შემდეგ კაბა გაიხადა და შავი ფერის კლასკიურ ანსამბლში, ქოლგით ხელში პოზირებდა. ამას მოჰყვა კოქტეილის ვარდისფერი კაბა და ჩვენება ფაქტიურად ნახევრად შიშველმა გაგამ კოლჰოტსა და კორსეტში დაასრულა.