LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეიკემიის, ძვლის ტვინის გადანერგვის, ღორის გრიპის გადატანის შემდეგ კოტე კუბლაშვილმა ვაქცინა გაიკეთა

446
kote da mari

საქართველოს ყოფილი უზენესი სასამართლოს თავმჯდომარე, კოტე კუბლაშვილი, ახლახან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. ამის შესახებ მისი მეუღლე, მარი მესხი წერს და დასძენს, რომ მის მეორე ნახევარს, რომელსაც ლეიკემია, ძვლის ტვინის გადანერგვა და ღორის გრიპი აქვს გადატანილი, ვაქცინის გადატანა არ გაუჭირდა.

„გიზიარებთ ჩემი და კოტეს „ასტრათი“ გუშინდელი აცრის გამოცდილებას. რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაგვხვდა უაღრესად ყურადღებიანი, საყვარელი ექიმი, ყოჩაღი ექთნის დამსახურებით აცრის მომენტი საერთოდ არ მიგრძნია.

კოტემ ყველანაირი დისკომფორტის გარეშე გაატარა გუშინდელი დღე. გადატანილი ლეიკემიის, ძვლის ტვინის გადანერგვის, ღორის გრიპის და ამ სამედიცინო ისტორიის ფონზე, თუ წისქვილის დოლაბს ღმერთი პირდაპირ თავში არ დაუმიზნებს, უმნიშვნელო კუნთების ტკივილს მოერევა როგორმე.

მე საღამოს მქონდა ცოტა სიცხე, თავის ტკივილი (რაც მოსალოდნელი იყო), მაგრამ დღეს ჩიტივით ვარ.

ასე რომ, ვაქცინაციის პროცესის მიმართ სწორ მოლოდინებს თუ შევიქმნით, გადარჩენილი სიკეთე ნამდვილად აღემატება მიყენებულ ზიანს.

გისურვებთ ჯანმრთელობას…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები